პარიზის სააპელაციო სასამართლოში პროკურორებმა ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენისთვის ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის საქმეზე ოთხწლიანი პატიმრობა და საჯარო თანამდებობის დაკავების ხუთი წლით აკრძალვა მოითხოვეს, – ამის შესახებ „როიტერი” წერს.
ამასთან, როგორც „როიტერი” იუწყება, პროკურორებს სასჯელის დაუყოვნებლივ აღსრულება არ მოუთხოვიათ.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში მოსმენა 13 იანვარს დაიწყო. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, შეძლებს თუ არა მარინ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
კომენტარები
