ილონ მასკი სოციალური ქსელით ეხმაურება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშს, რომელშიც ევროკომისიის მხრიდან სოციალურ პლატფორმებზე ზეწოლაზეა საუბარი.
„ტირანებს უყვართ ცენზურა“, – წერს ილონ მასკი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშის თანახმად, „ევროკომისიამ წარმატებით განახორციელა ზეწოლა სოციალურ პლატფორმებზე, რათა მათ შეეცვალათ კონტენტის მოდერაციის გლობალური წესები, რამაც პირდაპირი ზიანი მიაყენა ამერიკელთა გამოხატვის თავისუფლებას თავად შეერთებულ შტატებში“.
კომენტარები
