ეპშტეინმა შეთქმულება მოაწყო, რათა დარწმუნებულიყო, რომ არჩევნებში წავაგებდი, დროა, ქვეყანა სხვა რამეზე გადაერთოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ახლა ქვეყანა ისეთ რამეზე უნდა გადაერთოს, რაც ხალხს ადარდებს.
„ჯეფრი ეპშტეინმა შეთქმულება მოაწყო. ეს გუშინ გამოქვეყნდა მილიონობით გვერდის მქონე დოკუმენტების სახით. რა სიგიჟეა ეს, მან შეთქმულება მოაწყო ჩემ წინააღმდეგ, რათა დარწმუნებულიყო, რომ არჩევნებში წავაგებდი. ეს ერთადერთი რამ იყო, რაც ჩემზე იყო ნახსენები. ვფიქრობ, ნამდვილად დროა, ქვეყანა სხვა რამეზე გადაერთოს. ახლა იცით, რომ ჩემ შესახებ არაფერი გამოვლენილა, გარდა იმისა, რომ ეს იყო ეპშტეინისა და სხვა ადამიანების შეთქმულება ჩემ წინააღმდეგ. ვფიქრობ, დროა, ქვეყანა სხვა რამეზე გადაერთოს, მაგალითად, ჯანდაცვაზე, ისეთ რამეზე, რაც ხალხს ადარდებს“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა „ეპშტეინის ფაილებიდან“ სამ მილიონზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა, მათ შორის ორი ათასი ვიდეო და 180 ათასი ფოტო.
