ღამით რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანა, – ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს.
მისი თქმით, თავდასხმისას დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებსაც შმიგალმა „უკრაინის ელექტროქსელის ხერხემალი“ უწოდა.
როგორც შმიგალმა აღნიშნა, რუსეთმა იერიში მიიტანა ბურშტინისა და დობროტვირის თბოელექტროსადგურებზე.
აფეთქებების ხმა ისმოდა როვნოში, ხარკოვში, კროპივნიცკში, ლვოვის ოლქსა და უკრაინის სხვა ქალაქებში. თავდასხმის გამო კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„უკრენერგომ“ განაცხადა, რომ აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, როგორც კი უსაფრთხოების სიტუაცია ამის საშუალებას მისცემს.
კომენტარები
