აშშ-სთან მოლაპარაკებები პოზიტიურია, თუმცა შედეგი გაურკვეველი რჩება, – ამის შესახებ გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვივიან მოცფელდტმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-სთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„თუმცა ჩვენ ჯერ არ ვართ იქ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. გრძელი გზა გველის, ამიტომ ნაადრევია იმის თქმა, სად მივალთ საბოლოოდ“, – განაცხადა მოცფელდტმა ნუუკში, დანიელ და კანადელ კოლეგებთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნუუკში კანადის საკონსულოს გახსნაზე ისაუბრა.
„გუშინ ნუუკში კანადის საკონსულოს ისტორიული გახსნა გვქონდა. ეს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მნიშვნელოვან კავშირს ქმნის. საკონსულო მომავალი თანამშრომლობისთვის აუცილებელ ხიდად იქცევა, რადგან ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად ჩვენს საერთო არქტიკულ რეგიონში. გრენლანდია რთულ პერიოდს ეჩეხება და მინდა, მადლობა გადავუხადო კანადას ჩვენი ქვეყნის ურყევი მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის”– განაცხადა მოცფელდტმა.
