ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სპარსეთის ყურეში ამერიკული ავიამზიდების განთავსება თეირანს არ აშინებს. აბას არაღჩის თქმით, ირანმა თავისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამისთვის დიდი საფასური გადაიხადა და არავის აქვს უფლება, თეირანს უბრძანოს, როგორ მოიქცეს.
„ირანმა თავისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამისა და ურანის გამდიდრებისთვის ძალიან დიდი საფასური გადაიხადა. რატომ ვამბობთ უარს ურანის გამდიდრების დათმობაზე მაშინაც კი, თუნდაც თავს ომი მოგვახვიონ? იმიტომ, რომ არავის აქვს უფლება გვიბრძანოს, როგორ მოვიქცეთ. მათ მიერ რეგიონში სამხედროების განლაგება არ გვაშინებს“, – აღნიშნა აბას არაღჩიმ.
ცნობისთვის, ირანის პირველმა დიპლომატმა ომანში ამერიკის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ირანი მზად არის როგორც მშვიდობის, ისე ომისთვის.
კომენტარები
