ჰელსინკის კომისია უცხო სახელმწიფოებში ზეგავლენის ინსტრუმენტია, ეს კარგად ჩანს საქართველოს შემთხვევაში, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.
მისივე თქმით, ჯო უილსონი დაუღალავად იბრძვის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„კომისიის ხელმძღვანელობა, მათ შორის კონგრესმენი ჯო უილსონი პერმანენტულად ცდილობს საქართველოსთვის სანქციების დაწესებას, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. ეს ადამიანი დაუღალავად იბრძვის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
DEEP STATE ისევ არსებობს, შეიძლება გაცილებით სუსტია ვიდრე ეს დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადისას 2017 წელს, ამჟამად DEEP STATE ნაკლებად ახერხებს დონალდ ტრამპის პოლიტიკის შეფერხებას მაგრამ ის არსად წასულა და შესაბამისად მაინც არსებობს გამოწვევები.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა მრავალმხრივია, საქართველო ამ პოლიტიკით ყველასთან კარგ ურთიერთობას ესწრაფვის, ჰელსინკის კომისიის გადმოსახედიდან კი ეს საფრთხეს წარმოადგენს მათი დღის წესრიგისთვის“, – აღნიშნა იან პრაუდმა.
ჰელსნკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით ბრიფინგი გასულ კვირაში გაიმართა. „არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი – შეგვიძლია ადაპტირება და არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში”, – განაცხადა ბრიფინგზე ლორა თორნტონმა.
როგორც ცნობილია, ჰესლნკის კომისიასთან დაკავშირებული გასულ კვირაში გახმაურდა. პროფესორი სტივენ შრაგე აქვეყნებს ჰელსინკის კომისიის წევრების მამხილებელ დოკუმენტებს და გამოძიებას ითხოვს.
