აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 28 თებერვალს ისრაელს ეწვევა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
როგორც „სიენენი“ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, შეხვედრისას მხარეები ირანთან მოლაპარაკებებს განიხილავენ.
შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ირანისგან მომდევნო დღეების განმავლობაში დამატებით დეტალებს ელოდებიან.
თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია, თუმცა მხარეები ზოგიერთ საკითხზე კვლავ ვერ თანხმდებიან.
კომენტარები
