ავსტრიის უმაღლეს მწვერვალზე, 33 წლის ქალის გაყინვიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ხუთშაბათს, მისი შეყვარებულის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელსაც ბრალი გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ედება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კერსტინ გ. “გროსგლოკნერის” მწვერვალზე ასვლისას ჰიპოთერმიით გარდაიცვალა. მის შეყვარებულს ბრალი ედება, 2025 წლის 19 იანვარს, ქარიშხლიან ამინდში, მწვერვალთან ახლოს, დაუცველი და დაღლილი ქალის მიტოვებაში. მედია წერს, რომ მამაკაცმა ქალი მიატოვა და დახმარების საძებნელად წავიდა. სასამართლო პროცესმა ინტერესი და დებატები არა მხოლოდ ავსტრიაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც გამოიწვია. პროკურორები ამტკიცებენ, რომ ბრალდებულო უფრო გამოცდილი მთამსვლელია და “ლაშქრობაზე პასუხისმგებელი გიდის” რანგში იყო, რომელიც დროულად ვერ დაბრუნდა ან შეყვარებულის საშველად დახმარება დროულად ვერ გამოიძახა. ავსტრიული მედიის მიერ თომას პ.-ს სახელით იდენტიფიცირებული მამაკაცი ბრალდებებს უარყოფს, ხოლო მისმა ადვოკატმა, კურტ იელინეკმა, ქალის გარდაცვალებას “ტრაგიკული შემთხვევა” უწოდა. ტრაგედია მას შემდეგ მოხდა, რაც წყვილმა 3,798 მეტრის სიმაღლის “როსგლოკნერის” მთაზე ასვლა დაიწყო. პროკურორები თომას პ.-ს ბრალად სდებენ, რომ მან ლაშქრობისდაწყებიდანვე დაუშვა შეცდომები და სია გამოაქვეყნეს, სადაც 9 დარღვევაზეა საუბარი.
