პოლონეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ირანში იმყოფებიან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა.
მისი თქმით, შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე საათში ევაკუაციის საშუალება აღარ იყოს.
„გთხოვთ, დატოვეთ ირანი დაუყოვნებლივ და არ ჩახვიდეთ ამ ქვეყანაში არავითარ შემთხვევაში“, – აცხადებს ტუსკი.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ირანის სამოქალაქო ავიაციის უწყებამ 10 საათით ქვეყნის საჰაერო სივრცე დაკეტა.
კომენტარები
