შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა,
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1999 წელს
დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის –
ლ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“
ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”
ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
კომენტარები
