პრეზიდენტი ზელენსკი ნატოს წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დაემუქრა, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ანდრაშ ლასლომ.
„მან განაცხადა, რომ თუ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის 90-მილიარდიან ომის სესხს შეაფერხებს, ის ორბანის მისამართს უკრაინელ ჯარისკაცებს გადასცემს.
ზელენსკი ენერგეტიკული შანტაჟით უნგრეთის არჩევნებში ჩარევას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ეს პერსონალური მუქარა ახალი უკიდურესობაა და მსგავსი რამ მანამდე არასდროს გვინახავს“, – აღნიშნა მან.
მანამდე ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ „ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს ან პირველ ტრანშს ამ 90 მილიარდიდან და უკრაინელ მეომრებს ექნებათ იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემთ – დაე, დაურეკონ მას და თავიანთ ენაზე ელაპარაკონ“.
