კუბაც დაეცემა, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში.
„ჩვენ გადავუკეტეთ ყველანაირი ნავთობი, ყველანაირი ფული, ანუ გადავუკეტეთ ყველაფერი, რაც ვენესუელიდან შემოდიოდა, რაც ერთადერთი წყარო იყო. და მათ სურთ შეთანხმებაზე წამოსვლა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, თამაშობს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები რაიმე როლს კუბის მთავრობის დამხობაში, ტრამპმა უპასუხა: „აბა, თქვენ როგორ ფიქრობთ? 50 წლის განმავლობაში… ეს [კუბა] უბრალოდ ალუბალია ტორტზე. ვენესუელა ფანტასტიკურად ართმევს თავს. [დელსი როდრიგესი] ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებს. მათთან ურთიერთობა შესანიშნავია“.
კომენტარები
