პროირანული გავლენების შესახებ კამპანიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, გივი თარგამაძეც ჩაერთო და ერთ-ერთი მედიის ეთერში თქვა, რომ საქართველოში ტერორისტების უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.
ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. სუს-ში კი „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადეს, რომ თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ მას, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
მოგვიანებით გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველო გუშინ დატოვა.
კომენტარები
