ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა ბირთვული ელექტროსადგურების მიერ წარმოებულ ელექტროენერგიაზე.
“თუ 1990-იან წლებში ევროპის ელექტროენერგიის 1/3-ს ბირთვული ელექტროსადგურები გამოიმუშავებდა, დღეს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 15%-ს შეადგენს. ბირთვული ენერგიის წილის შემცირება იყო არჩევანი. უკან რომ გავიხედოთ, ვნახავთ, რომ ეს იყო ევროპის სტრატეგიული შეცდომა, ზურგი ექცია დაბალემისიური საიმედო და ხელმისაწვდომი ენერგიის წყაროსთვის“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
კომენტარები
