შევხვდი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, რომელსაც პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს, ჩვენი საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და ეუთო-სთან პარტნიორობის გაძლიერებას, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო კვლავ რჩება ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული.
„შევხვდი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, რომელსაც პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს. ჩვენი საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და ეუთო-სთან პარტნიორობის გაძლიერებას. საქართველო კვლავ რჩება ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული“, – აღნიშნავს პრემიერი.
Met with the @oscepa delegation led by President @perejoanpons. Our discussion focused on regional security and strengthening our partnership with the OSCE. Georgia remains committed to constructive engagement based on mutual respect. pic.twitter.com/1HjEx7gaY2
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) March 10, 2026
