აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
აღნიშნული სრუტე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ენერგო დერეფანია, რომელზეც ნედლი ნავთობის საერთო მოცულობის დაახლოებით ერთი მეხუთედი მოდის.
წყაროების ცნობით, ნაღმების დაგების პროცესი ჯერჯერობით ფართომასშტაბური არ არის და ბოლო დღეებში სულ რამდენიმე ათეული ერთეულია განთავსებული.
თუმცა, ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ირანი კვლავ ინარჩუნებს თავისი მცირე ზომის კატარღებისა და ნაღმდამგები გემების 80-დან 90-მდე პროცენტს, რაც მის ძალებს საშუალებას აძლევს, აღნიშნულ საზღვაო გზაზე ასეულობით ნაღმი განათავსონ.
კომენტარები
