უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ომი უნგრეთის კარსაა მომდგარი.
მისი თქმით, უნგრეთს ჰყავს მთავრობა, რომელიც არ გააგზავნის ჯარისკაცებს და იარაღს უკრაინაში. გარდა ამისა, მისი განცხადებით, უნგრეთის მთავრობა არ დააფინანსებს კონფლიქტს.
„ომი ჩვენს კარსაა მომდგარი. უნგრეთს ჰყავს მთავრობა, რომელიც არ გააგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში, არ გააგზავნის იარაღს უკრაინაში, არ დააფინანსებს კონფლიქტს. მომავალი არჩევნების ფსონი ნათელია. უნგრეთი ამ ომს უნდა მოერიდოს“, – დაწერა მან.
კომენტარები
