ოპოზიციონერი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ოპოზიციის „გაერთიანება“ მათ შორის „პარტნიორების“ დაკვეთა იყო.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ხომ არ იყო ოპოზიციური გაერთიანება პარტნიორების დაკვეთა, გვარამია დადებითად პასუხობს.
„პარტნიორებისგან რა თქმა უნდა. პირველ რიგში შიგნით, ხალხისგან. ჩვენი ელექტორატისგან როცა გაჩნდა ეს დაკვეთა, ამას გავყევით. უმწიფარი ნაყოფი არ უნდა მოწყვიტო და არც ფიქციური გაერთიანებები აკეთო, იმიტომ, რომ მოსავლის აღება გინდა “, – ამბობს პოლიტიკოსი.
კომენტარები
