სწორედ ინსტიტუტების დეპოლიტიზებას ვაკეთებთ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება, როდესაც ეფექტიანობის დეპარტამენტი მთავრობის ადმინისტრაციიდან აკონტროლებს ყველა უწყებას და მის გარეშე არ გადის არც ერთი შესყიდვა და პრივატიზაცია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში.
მთავრობის მეთაურის თქმით, სხვა უწყებებიც ასე მუშაობს და ერთმანეთს აკონტროლებენ შესაბამისი უწყებები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები კორუფციასთან ბრძოლაზე.
„რაც შეეხება ინსტიტუტების დეპოლიტიზებას, ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება, როდესაც მაგალითად, ეფექტიანობის დეპარტამენტი მთავრობის ადმინისტრაციიდან აკონტროლებს ყველა უწყებას და მის გარეშე არ გადის არც ერთი შესყიდვა და პრივატიზაცია, ანტიკორუფციულ ფილტრს გადის ეფექტიანობის დეპარტამენტიდან. სხვა უწყებებიც ასე მუშაობს და რაც მთავარია, ერთმანეთს აკონტროლებენ შესაბამისი უწყებები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები კორუფციასთან ბრძოლაზე. სწორედ ეს არის დეპოლიტიზაციის საუკეთესო ინსტრუმენტი, კარგი გაგებით“, – განაცხადა პრემიერმა.
