არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიღწევებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მხრივ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აღიარებაა. მისივე თქმით, თავად უწმინდესი და უნეტარესი შვიდგზის ლოცვების შემოტანას მიიჩნევდა ყველაზე მნიშვნელოვნად.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის მთავარი საზრუნავი იყო, რომ ადამიანი ახლოს მისულიყო ღმერთთან, რაც ხდება სწორი ეკლესიური ცხოვრებით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით და ყველა ქრისტიანს ურჩევდა, ხშირად მიეღო წმინდა ზიარება. ეს მისი ერთგვარი ანდერძიც არის“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა იოვანემ.
კომენტარები
