პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – 1998 წელს დაბადებული უ. ი. და 1992 წელს დაბადებული უ.ჰ. სხვადასხვა დროს დააკავა.
თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ უ.ი. – განზრახ მკვლელობის, ხოლო უ.ჰ. დამნაშავის მიერ საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე მათგანი აჭარაში სხვადასხვა დროს დააკავეს.
ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
კომენტარები
