საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისსა და მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საეკლესიო მსახურება მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ჩაატარა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებიდან მეცხრე დღე შესრულდა. ასევე, 25 მარტი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე.







კომენტარები
