საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო, რომელიც სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
პარაკლისის დასრულების შემდეგ მეუფე შიომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომლის გარდაცვალებიდან მე-9 დღე შესრულდა.
მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ პატრიარქის საფლავი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი მისი უწმინდესობის ხსოვნას.

























კომენტარები
