1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4000 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4000 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4036 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7302 ლარი გახდა. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7408 შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0106 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.
კომენტარები