4 ოქტომბრის წინა დღეებში ამბობდნენ, რომ უბრალოდ მასთან სამეზობლო შეკრებები და პირადი საუბრები იმართებოდა, რაც არანაირად არ უკავშირდებოდა 4 ოქტომბერს, – განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით.
შალამბერიძის თქმით, როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფრის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო ბაჩო ახალაია.
„ვნახეთ, რომ ეს ადამიანები აქტიურად იცილებდნენ თავიდან პასუხისმგებლობას. 4 ოქტომბრის წინა დღეებში ამბობდნენ, რომ უბრალოდ მასთან სამეზობლო შეკრებები და პირადი საუბრები იმართებოდა, რაც არანაირად არ უკავშირდებოდა 4 ოქტომბერს.
როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფრის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო ბაჩო ახალაია. ამით შეიძლება სწორი გაკვეთილი მივიღოთ, რომ ადამიანები არ იცვლებიან და არ იცვლებიან ასევე ის პოლიტიკოსები, არ შეიცვლებიან არასდროს, რომლებიც 2012 წლამდე მართავდნენ ქვეყანას. ეს იქნება ბაჩო ახალაია თუ სხვა ძმანი და დანი მისნი, რომლებიც დღეს ცხვრის ტყავში გახვეულები გვევლინებიან რაღაც კოალიციებში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება, ქართული კანონმდებლობა ყველა ასეთ გამოვლინებას საკადრის პასუხს გასცემს“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.
ახალაია სასჯელს 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის, რუსთავის ციხეში იხდის.
