ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძეს აკრიტიკებს.
“როდესაც თავს დებ 21-ე საუკუნის პოლიტიკოსობაზე როგორც მინიმუმ ელიავას ხანძრის დროს კამერებთან არ უნდა იპოზიორო.
და ამან საერთოდ ხანძრის ადგილზე ვიყავიო და ფოტოები დადო როგორ პოზიორობს კამერებთან 🙂 🙂 🙂
არა გიორგი, კი არ იმყოფებოდი, არამედ მიხვედი, დაფიქსირდი, ინტერვიუ მიეცი და წამოხვედი.
ეს გააკეთე ჯანდაბას… შენს ოფიციალურ გვერდზე ელიავას ხანძრის მხოლოდ 3 ფოტო დევს და ისიც ინტერვიუს რომ იძლევი. ზრდილობის გულისათვის მაინც დაგედო ერთი ცეცხლის კადრი…
რა გვეშველება ამდენი პოპულისტის ხელში…
P.S. მიდი ეხლა და ხაბეიშვილს დაათვლევინე მეხანძრეებს რამდენი აქვთ ხელფასი, დანამატი, მათი ოჯახის წევრი აშენებს თუ არა სადმე რამეს და ა.შ ???”
კომენტარები