პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს და კონკრეტული ჯგუფების მიზანი ეკლესიის დისკრედიტაციაა.
როგორც მან აღნიშნა, კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ გარედან არის მართული.
„საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან და გარედან იმართებიან. ათწლეულების განმავლობაში მათი მიზანია ქართული ეკლესიის ჩამონგრევა, რადგან სურთ ამ ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც ხალხი მოუსმენს და ენდობა“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
კომენტარები
