ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 14 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა.
სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები განიხილეს, მათ შორის ვიდეო-მტკიცებულებები.
პროკურატურის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დაკავებულების ბრალეულობა დასტურდება.
„4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს არაერთი ვიდეოჩანაწერი და მათ შორის, ამ ვიდეოჩანაწერების გამოკვლევა ხდება სასამართლო პროცესზე. რიგ გამოკვლეულ მასალაზე კვლევები აქვს ჩატარებული შესაბამის ექსპერტებს და სწორედ ეს ვიდეომასალები წარვადგინეთ სასამართლო სხდომაზე. ამ მოცემულობით, რამდენიმე პროცესში ბრალდების მხარე მტკიცებულების გამოკვლევას დაასრულებს“, – განაცხადა პროკურორმა, თამარ იაკობიძემ.
კომენტარები
