შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით სამი პირი, 1992 წელს დაბადებული ჭ.ჭ., 1992 წელს დაბადებული ხ.ო. და 2006 წელს დაბადებული ა.ჰ. დააკავეს.
გამოძიებით დაადგინდა, რომ სხვადასხვა დროს, ბრალდებულებმა ჭ.ჭ-მ და ა.ჰ-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ბრალდებულმა ხ.ო-მ უკანონოდ გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში.
ბრალდებულების ა.ჰ-ს და ხ.ო-ს მიმართ გატარდა საიმიგრაციო პროცედურა და ქვეყნიდან იქნენ გაძევებულნი, ხოლო ჭ.ჭ-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
