საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში იყო ტენდენციური და არ ასახავდა რეალობას, – განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.
ვარლამ წიკლაური გამოეხმაურა რეზოლუციას, რომელიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე მიიღეს.
„საქართველოს დელეგაციის მხრიდან გაკეთდა მკაფიო გზავნილები. რაც არ უნდა ითქვას და დაიწეროს, რეალობა არის ერთი: ქართველმა ხალხმა აირჩია მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და სტაბილურობა“, – განაცხადა წიკლაურმა.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე საქართველოში 2025 წლის 24-25 სექტემბერს განხორციელებული ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშის შესახებ მოხსენება მოისმინეს. ანგარიში რეკომენდაციისა და რეზოლუციის ტექსტებს მოიცავდა, რომლებზეც დებატები და კენჭისყრა გაიმართა.
