იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანია შეაფასა. მისი თქმით, კამპანიის მონაწილეები ყველანაირად ცდილობენ ეკლესიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას.
„ძალიან აღიზიანებთ ის, რომ საზოგადოება გაერთიანდა, როდესაც საქმე ეხებოდა უწმინდესისა და უნეტარესისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის პატივის მიგებას. ეს იყო მათთვის მართლაც თავზარდამცემი სურათი და ამის გათვალისწინებით ახლა ყველანაირად ცდილობენ, რომ როგორმე მიაყენონ რეპუტაციული ზიანი დედაეკლესიას“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
კომენტარები
