გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5-დან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო აგრილდება.
სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელია ნალექი (უმეტესად დასავლეთ საქართველში), ზოგან ძლიერი, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში კი, ზოგან სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა მომდევნო დღეებში 26 გრადუსამდე დაეცემა.
კომენტარები