თურქეთში კიდევ ერთი ქართველი მოკლეს. ,,ემიგრანტების იმედის” ხელმძღვანელი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილის დის ხ. მაჩაიძის მონაყოლს აქვეყნებს.
გარდაცვლილის დის თქმით, მისი ძმა მუშაობდა 8 წელი ერთერთ ფაბრიკაში უთოზე და ის ხელფასის ასაღებად გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა რამდენიმე დღე, მისი ინფორმაციით ცხედარი პროზექტურაშია, მას თავის არეში აქვს დანით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები, როცა ახლობლები მივიდნენ ამოსაცნობად იქ გაიგეს ეს ამბავიო…
მკვლელობა ბაირამ ფაშაში მოხდა.
,,თურქი სამართალდამცავები არაფერს გვეუბნებიან თითქოს ქათამი მოკვდა. დაგვეხმარეთ განადგურებულები და გამწარებულები ვართ ბატონო შოთო თქვენს მეტი პატრონი არავინ გვყავს ქართველ ემიგრანტებს, სტამბულში ბაირამის წინა დღით ჩემი ძმა გავიდა სამსახურში ფულის ასაღებად მაგრამ ვინ მოკლა არ ვიცით, დაგვეხმარეთ გთხოვთ არ უნდა შერჩეთ ჩემი ძმის სასტიკი მკვლელობა, ეს უკვე მერამდენე ემიგრანტის მკვლელობაა… იმედი მაქვს ჩვენი ოჯახის გაჭირვებას და ტკივილს მიიტანთ გულთან და დაგვეხმარებით მკვლელის სათანადოდ დასჯაში”, – ამბობს ხ. მაჩაიძე.