ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. როგორც აეროპორტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გერმანიიდან, მემინგემი-ქუთაისის ავიარეისი უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა, შესაბამისად, თვითმფრინავის ბორტი დედაქალაქში იმყოფება და სწორედ ამიტომ, ბერლინში ფრენა ვერ შესრულდა. აეროპორტი ფრენასთან დაკავშირებით, კომპანია ”ვიზეარის” გადაწყვეტილებას ელოდება.
”ავიაკომპანია “ვიზეაირის” რეისი (W66409) მემინგენი – ქუთაისი, უამინდობის გამო, დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მგზავრების ნაწილი დარჩა თბილისში, ნაწილი – ავტობუსით გაემგზავრა ქუთაისის მიმართულებით. რეისი ქუთაისი-ბერლინი (W66407 ) არ შესრულდა, რადგან ბორტი თბილისში იყო. ქუთაისი – ბერლინის რეისზე დარეგისტრირებული მგზავრები სასტუმროებში გადანაწილდნენ. აღნიშნულ ავიარეისთან დაკავშირებით, ველით ავიაკომპანია „ვიზეარის“ გადაწყვეტილებას და ინფორმაციის მიღებისთანავე, შეიტყობთ ჩვენი გვერდის საშუალებით. სხვა ყველა ავიარეისი შესრულდება დაგეგმილი დროის მიხედვით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
2017/07/05 12:08:39
კომენტარები
ნანახია: 1420 ჯერ