მთაწმინდის რაიონის ნაწილს დღეს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.
დღეს, 12:30 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა მთაწმინდის რაიონში, თავისუფლების მოედანი №4, №4ა, შოთა რუსთაველის გამზირი №1, ბესიკის ქუჩა №4, ლადო გუდიაშვილის, ანტონ ფურცელაძის, გრიგოლ აბაშიძის, რევაზ თაბუკაშვილის, ფხოვის, გია ჭანტურიას, ნატო ვაჩნაძის, არჩილ ჯორჯაძისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.
გაზმომარაგება ასევე შეუწყდება შოთა რუსთაველის გამზირი №2-ში მდებარე ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრს, I კლასიკურ გიმნაზიას, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრს, ეკონომიკის სამინისტროს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრსა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.
”გაზის მიწოდება 17:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – აცხადებენ კომპანიაში.