თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა ჩატარდა.
დღევანდელ სხდომაზე ლილუაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადასინჯეს, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სუს-ის ყოფილი უფროსი კვლავ პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე ასევე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე, სწორედ ამ საკითხით გაგრძელდება განხილვა მომდევნო სასამართლო პროცესზე, რომელიც 22 აპრილს ჩატარდება.
გრიგოლ ლილუაშვილის საქმეს სასამართლო დახურულ რეჟიმში განიხილავს. პროცესს არ ესწრებიან ჟურნალისტები და სხვა პირები.
კომენტარები
