კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში სააღდგომო ზავთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„დღეის მდგომარეობით, უმაღლეს მთავარსარდალს [პუტინს] არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარტის ბოლოს რუსეთს სააღდგომო ზავის გამოცხადება შესთავაზა.
კომენტარები
