„ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, „ჰეზბოლას“ ირანელი მფარველებიც ზეწოლას ახდენენ და მუქარას ავრცელებენ, რადგან სერიოზული შეშფოთება აქვთ, რომ ისრაელი „ჰეზბოლას“ გაანადგურებს.
ისრაელ კაცის მტკიცებით, 8 აპრილის ოპერაციის დროს „ჰეზბოლას“ 200-ზე მეტი წევრი მოკლეს, საერთო ჯამში კი, ომის დაწყებიდან დაჯგუფების 1 400-ზე მეტი წევრია მოკლული, რაც ორჯერ მეტი რაოდენობაა ლიბანის მეორე ომთან შედარებით.
„ოპერაცია „მარადიული სიბნელე“ „ჰეზბოლასთვის“ ძალიან ძლიერი დარტყმა იყო, რამაც იგი გაოგნებული და დაბნეული დატოვა შეღწევის სიღრმით და დარტყმის მასშტაბით“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
კომენტარები
