უნგრეთის არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევა მიუღებელია და შემთხვევითი არ არის. უნგრელმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი წერს.
მისი თქმით, ვიდრე უნგრეთს პატრიოტული მთავრობა ჰყავს, უკრაინას არცერთ ცენტს არ გაუგზავნის და მათ ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.
ამასთან, ორბანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულ საკითხზე საუბრობს.
„ამ მომენტში უნგრეთში უცხოური დაზვერვის სამსახურები უზარმაზარი ძალით მოქმედებენ. ჩვენთვის უნგრეთის არჩევნები უნგრეთის მომავალს ეხება, უცხოელებისთვის კი – არა. მათთვის ეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება. ისინი თვლიან, რომ თუ ვერ შეძლებენ ამჟამინდელი პატრიოტული მთავრობის დამხობას, მაშინ უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. მე არ დავუშვებ, რომ უნგრეთის ფული კიევში გაიგზავნოს. მათ შეუძლიათ, ამაში დარწმუნებულები იყვნენ. დასავლეთის პერსპექტივიდან, უნგრეთის არჩევნებს უზარმაზარი ფსონები აქვს, არა უნგრეთის, არამედ უკრაინის გამო. მე მსგავს რამეს ველოდი, მაგრამ ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს. ის, რაც აქ ხდება, ყოველგვარ ზღვარს სცილდება“, – აცხადებს ორბანი.
