ღმერთი არ აკურთხებს არანაირ კონფლიქტს – ნებისმიერი, ვინც ქრისტეს – მშვიდობის მთავრის – მოწაფეა, არასოდეს დგას მათ მხარეს, ვინც წარსულში მახვილს იქნევდა, დღეს კი ბომბებს აგდებს, – განაცხადა რომის პაპმა.
„სამხედრო მოქმედებები ვერ შექმნის თავისუფლების სივრცესა თუ მშვიდობის ჟამს. მშვიდობა მხოლოდ ხალხთა შორის თანაარსებობისა და დიალოგის მომთმენი ხელშეწყობით მიიღწევა“, – აღნიშნა პონტიფიკმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

კომენტარები
