ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს.
„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის. არ ვარ მზად ავიტანო ეს თვალთმაქცობა და მტრობა და არ ვაპირებ რომელიმე ქვეყანას მივცე უფლება, ჩვენ წინააღმდეგ დიპლომატიური ომი აწარმოოს დაუყოვნებლივ ფასის გადახდის გარეშე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვის დროს.
კომენტარები
