საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ შეხვედრა გამართა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, მაიკლ ო’ფლაერტისთან. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრის ფარგლებში, გელა გელაძემ, ადამიანის უფლებათა კომისარს გააცნო დეტალური ინფორმაცია როგორც სამინისტროს საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე, ასევე მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ.
მხარეებმა ასევე განიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპის საბჭოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
კომენტარები
