ავიაკომპანია Ryanair-ი ბერლინის ბაზას ხურავს და ფრენებს 50%-ით ამცირებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ბერლინში განთავსებული შვიდივე თვითმფრინავს გადაიყვანენ უფრო დაბალი ხარჯების მქონე ევროპულ აეროპორტებში, მათ შორის შვედეთში, სლოვაკეთში, ალბანეთსა და იტალიაში.
ბერლინში დასაქმებულმა პილოტებმა და ბორტგამცილებლებმა უკვე მიიღეს შეტყობინება, რომ ბაზის დახურვა 24 ოქტომბრიდან იგეგმება.
ავიაკომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი გაზრდილი მოსაკრებლები და გადასახადებია.
კომენტარები
