ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი რუსეთში ჩავიდა. ცნობას სოციალურ ქსელში არაღჩი ავრცელებს.
ის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართავს.
რუსეთში ირანის ელჩის, ქაზემ ჯალალის განცხადებით, შეხვედრის დროს მხარეები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კოორდინაციას და რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ერთობლივი პროგრამების ხელშეწყობას განიხილავენ.
კომენტარები
