აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მიერ ირანის პორტებზე დაწესებულმა საზღვაო ბლოკადამ ირანს ნავთობის ექსპორტი შეუზღუდა.
„როცა დიდი რაოდენობით ნავთობი გადის სისტემაში და რაიმე მიზეზით ეს ნაკადი იკეტება, რადგან ტანკერებსა და გემებში ჩასხმა ვეღარ ხერხდება, სადენი შიგნიდან ფეთქდება, როგორც მექანიკურად, ასევე მიწაში. ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ სამი დღე დარჩათ ამის განხორციელებამდე. როდესაც ფეთქდება, ვერასდროს ვეღარ აღადგენ ისე, როგორც იყო“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში.
როგორც „სიენენი“ ანალიტიკოსზე დაყრდნობით წერს, ტანკერების არარსებობისას ქვეყნები უბრალოდ წარმოებას ამცირებენ. ექსპერტების თქმით, ამ სიტუაციამ, შესაძლოა, მომავალში წარმოება შეამციროს, თუმცა აფეთქების საფრთხე რეალური არ არის.
კომენტარები
