აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მეფე, ჩარლზ მესამე შეერთებულ შტატებში „სრულიად დაცული იქნება“.
„ვფიქრობ, ეს შესანიშნავია. ის სრულიად დაცული იქნება. თეთრი სახლის ტერიტორია ნამდვილად უსაფრთხოა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, სამართალდამცავი ორგანოებისგან მას არ მიუღია ინფორმაცია დამატებითი საფრთხის შესახებ. ამასთან, აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩმა განაცხადა, რომ ვიზიტისას უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული.
მისივე თქმით, ბრიტანული და ამერიკული უსაფრთხოების გუნდები კვირების განმავლობაში ემზადებოდნენ და გასულ ღამეს მომხდარი ინციდენტი გეგმების შეცვლის საფუძველი არ გამხდარა.
დიდი ბრიტანეთის მეფე და დედოფალი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოთხდღიან ვიზიტს დღეიდან იწყებენ. ისინი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდებიან.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.
