დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე საზოგადოებას მიმართავს:
„მეგობრებო, ახლა ტკიპებით გაგიჟებენ. ბუნებაში ტკიპი იყო, არის და იქნება. ტკიპების უმრავლესობას არაფერი არ გადააქვთ, ერთეული შემთხვევები ბორელიოზის (ლაიმის) არის ჩვენთანაც და მთელ ევროპაშიც. დიაგნოზსაც ვსვამთ და მკურნალობაც მშვენივრად იციან ჩვენმა ექიმებმა. ისე, ისეთი შხამქიმიკატი, ტკიპი რომ მოკლას და სხვა მწერები არა, არ არსებობს, მეფუტკრეობაც გავანადგუროთ? ვისაც არ უნდა, რომ უკბინოს, წაისვას რეპელენტები”, – წერს პაატა იმნაძე.
კომენტარები