დღეს, 75 წლის ასაკში, ყოფილი გენერალური პროკურორი ჯამთელ ბაბილაშვილი გარდაიცვალა.
ბატონი ჯამლეთ ბაბილაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურორი, ჩვენი ქვეყნის ყველაზე რთულ პერიოდში, აფხაზეთის ომის შემდგომ წლებში გახდა. მისი გენპროკურორობის დროს, უამრავი დანაშაულისა და ტერორისტული აქტების აღკვეთა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მას რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა, მუდამ ჰქონდა შენარჩუნებული, ურთიერთობის იშვიათი ბალანსი ჟურნალისტებთან. ის იყო ერთადერთი გენერალური პროკურორი, რომელიც პროკურატურაში მიმდინარე კოლეგიებზე ჟურნალისტთა კორპუსის დასწრებას, უზრუნველყოფდა და სისხლის სამართლის საქმეებზე ინფორმაციის მოსმენა საჯაროდ ხდებოდა.
ჯამლეთ ბაბილაშვილის ბიოგრაფია კი ასე გამოიყურება: 1969 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავალხიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1971-1975წწ. უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი გახდა, 1975-1977წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1977-1981წწ. საგარეჯოს რაიონის პროკურორად დაინიშნა. 1981-1986წწ. უზენაეს სასამართლოში ამიერკავკასიის ტრანსპორტის პროკურორის I მოადგილე გახდა. საქართველოს პროკურატურაში საგამომძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილედ და შემდეგ უფროსად დაინიშნა 1986 -1990წწ.
უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმი, წევრი (1990-1992)
ქუთაისის პროკურორად 1992-1993წწ. დაინიშნა.
ჯამლეთ ბაბილაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ 1993 წლიდან საქართველოს გენერალური პროკურორია 2002 წლამდე. ავტორია ოცდაათი სამეცნიერო ნაშრომისა და მათ შორისაა ორი მონოგრაფია.
საკანდიდატო დისერტაციის თემა -პასუხისმგებლობა ავტოსატრანსპორტო დანაშაულისათვის” დაიცვა 1975 წელს.
“ექსკლუზივ ნიუსი” ღრმა მწუხარებას გამოხატავს, ბატონ ჯამლეთ ბაბილაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს!