ხულოში, მწვანე ტბასთან დაკარგული ტურისტები მაშველებმა იპოვეს. ისინი უსაფრთხოდ და დაზიანებების გარეშე არიან. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ტურისტები, რომლებიც გოდერძის უღელტეხილიდან მწვანე ტბისკენ გადაადგილდებოდნენ, ცუდი ხილვადობისა და ნისლის გამო, ცენტრალ გზას ასცდნენ და მანქანა ჭაობში ჩაუვარდათ.
მათთან ნახევარი საათის წინ სამაშველო ბრიგადა მივიდა. როგორც ბრიგადის წევრები ამბობენ, ტურისტებს დახმარება გაუწიეს და ავტომანქანა ტალახიდან ამოიყვანეს, რის შემდეგაც მათ გზის გაგრძელება მოახერხეს.
კომენტარები